Monday, July 23, 2012

სასწავლო პროექტი



  1. პროექტის სახელწოდებარა ვიცით  საზომი  ერთეულების  შესახებ?
  2. პროექტის  მთავარი  იდეამოსწავლეები  ამ  პროექტით  ისწავლიან  კვლევას,  ძიებას  და კავშირს  დაამყარებენ   ნაცნობ  და  უცნობ  საზომ  ერთეულებს   შორის.
  3. პროექტის   აქტუალობაპროექტი  ხელს  შეუწყობს  მოსწავლეთა  ცნობისმოყვარეობი გარმავებასინფორმაციის  მოძიებას  შეძლებენ  როგორც   ინტერნეტითისე   გამოკითხვის   საშუალებით.
  4. პროექტის  მიზნებიმოსწავლეები  მიიღებენ  ცოდნას   საზომი  ერთეულების    შესახებ, მოიძევენ    და   შეისწავლიან   მათვის  უცნობ  საზომ  ერთეულებს. ისწავლიან  კვლევას,  ძიებას,  თანამშრომლობას.
  5. მონაწილეთა  ასაკი: 16  წელი
  6. ვადები/ხანგრძლივობა: 1 კვირა
  7. მოსალოდნელი   შედეგები/პროდუქტები, რაც  შეიძლება  შეიქმნას: მოსწავლეები  წარმოადგენენ   გამოკითხვის  შედეგებს,  ინტერნეტით  მოძიებულ   ინფორმაციას, ანგარიშს,  თვალსაჩინოებებს,  გააკეთებენ   პრეზენტაციებს.
  8. პროექტისათვის  საჭირო   ძირითადი  რესურსები:  ინტერნეტი,გამოკითხვა,საშუალო სკოლის  მათემატიკის  სახელმძღვანელო
  9. პროექტის   მსვლელობა: მოსწავლეები  დაიყოფიან   ჯგუფებად. შეადგენენ  პროექტის  გეგმას. ინაწილებენ  დავალებებს. მოსწავლეთა  ერთი  ჯგუფი  მოიძევს  ინფორმაციას  ინტერნეტიდან  საზომი  ერთეულების  შესახებ. ისინი  აღმოაჩენენ  მათთვის  ნაცნობი საზომი  ერთეულების  გარდა  სხვა, უფრო   ძველ  საზომ  ერთეულებს:გოჯი, მტკაველი, ციდა, წყრთა, იარდი, დიუმი  და  სხვა. დაამყარებენ  კავშირს  ნაცნობ და  უცნობ  საზომ ერთეულებს  შორის.  გააკეთებენ  პრეზენტაციებს. მოსწავლეთა  მეორე  ჯგუფი  ჩაატარებს  გამოკითხვას  მოსახლეობაში, უხუცეს  ადამიანებთან. ისინი აღმოაჩენენ ძველ  საზომ  ერთეულებს. გააკეთებენ  პრეზენტაციებს. მოსწავლეები  შეაჯერებენ  მათ  მიერ  მოპოვებულ ინფორმაციებს, გააკეთებენ  დასკვნას და  მათ  მიერ  აღმოჩენილ დამოკიდებულებებს  წარმოადგენენ  ცხრილის  სახით.
  10. პროექტის  ხელმძღვანელი: ნინო  ხუციშვილი
  11. ელ-ფოსტა: ninxucishvili@gmail.com

No comments:

Post a Comment