- პროექტის სახელწოდება: რა ვიცით საზომი ერთეულების შესახებ?
- პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები ამ პროექტით ისწავლიან კვლევას, ძიებას და კავშირს დაამყარებენ ნაცნობ და უცნობ საზომ ერთეულებს შორის.
- პროექტის აქტუალობა: პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობი გარმავებას, ინფორმაციის მოძიებას შეძლებენ როგორც ინტერნეტით, ისე გამოკითხვის საშუალებით.
- პროექტის მიზნები: მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას საზომი ერთეულების შესახებ, მოიძევენ და შეისწავლიან მათვის უცნობ საზომ ერთეულებს. ისწავლიან კვლევას, ძიებას, თანამშრომლობას.
- მონაწილეთა ასაკი: 16 წელი
- ვადები/ხანგრძლივობა: 1 კვირა
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები წარმოადგენენ გამოკითხვის შედეგებს, ინტერნეტით მოძიებულ ინფორმაციას, ანგარიშს, თვალსაჩინოებებს, გააკეთებენ პრეზენტაციებს.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი,გამოკითხვა,საშუალო სკოლის მათემატიკის სახელმძღვანელო
- პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად. შეადგენენ პროექტის გეგმას. ინაწილებენ დავალებებს. მოსწავლეთა ერთი ჯგუფი მოიძევს ინფორმაციას ინტერნეტიდან საზომი ერთეულების შესახებ. ისინი აღმოაჩენენ მათთვის ნაცნობი საზომი ერთეულების გარდა სხვა, უფრო ძველ საზომ ერთეულებს:გოჯი, მტკაველი, ციდა, წყრთა, იარდი, დიუმი და სხვა. დაამყარებენ კავშირს ნაცნობ და უცნობ საზომ ერთეულებს შორის. გააკეთებენ პრეზენტაციებს. მოსწავლეთა მეორე ჯგუფი ჩაატარებს გამოკითხვას მოსახლეობაში, უხუცეს ადამიანებთან. ისინი აღმოაჩენენ ძველ საზომ ერთეულებს. გააკეთებენ პრეზენტაციებს. მოსწავლეები შეაჯერებენ მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციებს, გააკეთებენ დასკვნას და მათ მიერ აღმოჩენილ დამოკიდებულებებს წარმოადგენენ ცხრილის სახით.
- პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ხუციშვილი
- ელ-ფოსტა: ninxucishvili@gmail.com
Monday, July 23, 2012
სასწავლო პროექტი
Wednesday, July 18, 2012
ჩემი ბლოგი
Subscribe to:
Posts (Atom)